საქართველოსა და სომხეთის მთავრობის ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის სფეროში მათი განვითარების, მიღწევებისა და შედეგებზე სასაუბროდ შეხვდნენ. შეხვედრას რომელიც სასტუმრო "ვეჯინის" საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრის პურველი მოადგილე ვაჩე ტერტერიანი, მხარდაჭერის პროგრამების შესაძლებლობების შექმნის ექსპერტი ერიკას იანკაუსკასი და მმართველი ჯგუფის ლიდერი ერიკ როლოფსი უძღვებოდნენ. თენგიზ შერგელაშვილი - "საქართველომ პროგრამა სომხურ მხარესთან ერთად 2 წლის წინ დაიწყო, ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა 9 სფერო, როგორიც არის ტურიზმი, ეკონომიკური საკითხები, სოციალური კულტურული საკითხები და მნიშვნელოვანია რომ ამ პროექტების უმრავლესობა წარმატებით ხორციელდება". ვაჩე ტერტერიანი - "ჩვენ მოვუსმინეთ მონაწილეებს, ცხრავე პროექტის მიმდინარეობას ვაკვირდებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების წინსვლისათვის და შემდგომი დაახლოებისათვის მეზობლობისთვის. აღსანიშნავია რომ ამ პროექტებს მხარს უჭერენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები".