აჭარაში, კორონავირუსმა დედა-შვილი იმსხვერპლა. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად მძიმდებოდა.
ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დედა გუშინ, გვიან ღამით, შვილი კი დღეს, დილით გარდაიცვალა.