რომელ პარტიებს სურთ რუსთავში არჩევნებში მონაწილეობა

2020-09-03 16:33:14

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში დასარეგისტრირებლად განცხადება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველლობის არჩევნებისთვის 18-მა პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა. 

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალს:

#1 მესამე ძალა;
#2 ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის;
#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
#6 ევროპელი დემოკრატები;
#7 ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები;
#8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
#9 ლელო;
#10 შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
#25 გახარია - საქართველოსთვის;
#27 თეთრები;
#36 გირჩი;
#37 თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა);
#39 თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა;
#41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;
#44 სახალხო პარტია;
#45 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება;
#48 ანა დოლიძე - ხალხისთვის;
#49 რეფორმატორები.

პარტიებს რეგისტრაციისთვის დოკუმენტაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანის ვადა 2 სექტემბერს ამოეწურათ.

ამჯერად მიმდინარეობს დოკუმენტაციის გადამოწმება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ ვის დაარეგისტრირებს ცესკო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები