ხანძარი VII მიკრო-რაიონში

2017-08-09 20:41:54

ხანძარი VII მიკრო-რაიონში. ცეცხლი #16 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. გავრცელებული ინფორმაციით ბალახებს ცეცხლი ადგილობრივმა მცხოვრებმა ქვეწარმავლების არსებობის გამო წაუკიდა. ხანძარი ამ მომენტისთვის ლოკალიზებულია.