ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საერთოჯამში, 49 220 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნაშეჩერებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებისგანხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული დავეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმისშესაბამისად, კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმებიგამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ინთვალისწინებს მცენარეების, მცენარეულიპროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტებისინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.