მთავარი ეპიდემიოლოგი ექიმების ვაქცინაციაზე

2021-09-03 11:43:02

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ისრეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა სამედიცინოპერსონალისთვის სავალდებულო გახდეს.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ექიმების 67%-ია აცრილი, მაგრამ ვაქცინაციისმაჩვენებელი დანარჩენ სამედიცინო პერსონალში უფრო დაბალია.

„ბევრი გვიფიქრია და ექიმებს სავალდებულოობა გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად, ჰეპატიტის აცრა, რომელიც სავალდებულოა აგრესიული დისციპლინებისსამედიცინო პერსონალში – ქირურგები, ანესთეზიოლოგები, მეან-გინეკოლოგები. კანონითაადადგენილი, რომ ისინი B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილები, რადგანძალიან მოწყვლადი ფენა გახლავთ.

ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყოს აცრილი სამედიცინო პერსონალი. ვისაცცხოველებთან აქვს შეხება, ვეტერინარებს, ისინი ცოფის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენაცრილები და ა.შ.

სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს დღეს ვალდებულება კოვიდისსაწინააღმდეგოდ.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – თავდაცვის მდივანმა გამოსცა ბრძანება დაჯარისთვის აუცილებელი გახადა, იტალიამ გამოსცა ბრძანება და სამედიცინოპერსონალისთვის აუცილებელი გახადა.

მე, მაგალითად, რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ  ჩვენ, ექიმები, სამედიცინოპერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი.

ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილით ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთანაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი და ყოველ დილასმჭირდება ახსნა-განმარტება ჩემს კოლეგებთან. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ დაავადებთა კონტროლის ცენტრი და 90-95% უნდა ვიყოთაცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, როცა საუბარია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისმაჩვენებელზე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სფეროში დასაქმებული ხალხიკორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა.