რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნენ #10, #28 და #15 სკოლებში. სამუშაოების ფარგლებში საჯარო სკოლებში, წესრიგდება სველი წერტილები, სასადილოები, გარემონტდება და შეიღებება შენობის კედლები, დერეფნები, ფლიგელები, საკლასო ოთახები, დაიგება ახალი იატაკები.სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და სხვადასხვა დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით უტარდება.