რუსთავში რესტორანი 2000 ლარით დააჯარიმეს

2021-08-01 20:46:41

რუსთავში შრომის ინსპექციის სამსახურმა რესტორანი "ლაზიკა" შეამოწმა და 2000 ლარით დააჯარიმა.

ფაქტი "ინფო რუსთავს" შრომის ინსპექციაშიც დაუდასტურეს.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის განხორციელების მიზეზი, სავარაუდოდ, რესტორანში კოვიდრეგულაციების დარღვევა, კერძოდ სოციალური ღონისძიების გამართვა გახდა.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რესტორან "ლაზიკასაც", სადაც ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის არაფერს ამბობენ და აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები