ვინ იბრძოლებს რუსთავის მერობისთვის გახარიას პარტიიდან

2021-09-01 19:23:44

რუსთავის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიას პარტიიდან "საქართველოსთვის" ბექა ლილუაშვილი იქნება.

გახარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატებს ამ წუთებში წარადგენს.

"ბექა პროფესიული ეკონომისტია. მრავალწლიანი გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში, მას აქვს აბსოლუტურად მკაფიო გეგმა, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკულ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე და დარწმუნებული ვართ ის გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც თბილისის, ასევე რუსთავის ერთიან ურბანულ სივრცეში, ერთიან აგლომერაციაში მოქცევით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დამატებითი და უმძლავრესი მუხტის მიცემის, ეს იქნება ბექასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე", - განაცხადა გახარიამ.

ბექა ლილუაშვილი დაიბადა 1991 წელს, ქალაქ ქუთაისში. 2012 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.

რუსთავის მერობის კანდიდატი გახლავთ საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები