"ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა განათლების მიმართულებით"

2021-09-01 11:46:17

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავის მერია სტუდენტების დაფინანსების პროგრამას გააფართოვებს.

ამის შესახებ ლაცაბიძემ წინასაარჩევნო პროგრამის მე-2 ნაწილის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ განათლება იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ახლა გვაქვს მხოლოდ ბაკალავრზე დაფინანსება, გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები, ვინც მოინდოიმებს სწავლას დოქტორანტურისა და სამაგისტრო პროგრამებზე , ამ მიმართულებითაც მოხდეს მათი დაფინანება და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა განათლების კუთხით", - განაცხადა ლაცაბიძემ. 

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის განცხადებით, სტუდენტების დაფინანსების პროგრამა რუსთავის მერიისა და საკრებულოს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და მისივე თქმით, ოპოზიციის კრიტიკა გულდასწაყვეტია ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ძალიან გული მწყდება, იშვიათად ვსაუბრობთ ოპოზიციურ პარტიებზე და კანდიდატებზე, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო, დღეს რუსთავის მერიის და საკრებულოს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სტუდენტების დაფინანსება. ეს ხორციელდება უკვე რამდენიმე წელია და მე ძალიან მეამაყება ეს პროგრამა", - აღნიშნა ლაცაბიძემ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები