მე-16 მკრ-ს მაცხოვრებლები „ინფო რუსთავს“ დახმარების თხოვნით დაუკავშირდნენ. ადგილობრივების პრობლემა, სუპერმარკეტ „მოდერნის“ მიმდებარედ გარე მოვაჭრეების მიერ, ტერიტორიის დაბინძურებაა. მოვაჭრეეები საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს ხილ-ბოსტნეულს ყიდიან. ადგილობრივების თქმით,იმ პროდუქტის ნაწილს, რომელსაც მოვაჭრეები დღის განმავლობაში ვერ ყიდიან, ადგილზე ტოვებენ, რაც ანტისანიატარიას იწვევს. მოსახლეობა პრობლემასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურისგან რეაგირებას ითხოვს.
ადგილობრივების ბრალდებებს გარე მოვაჭრეები უარყოფენ, ისინი არ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ანტსანიტარიას მათი საქმიანობა იწვევს.