უბედური შემთხვევა წალენჯიხის რაიონში. ხის მოჭრის დროს მამაკაცი გარდაიცვალა. 30 წლის რინო მიქავამ ხის სიმძიმე ვერ დაიმორჩილა და ხის ქვეშ მოყვა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 116- ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.