1 გარდაცვლი და 1 დაშავებული

2021-08-31 17:48:19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სართიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

დაშვებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თელავის კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.