რუსთავის კლინიკაში კოვიდ19-ით 4 ბავშვია მოთავსებული

2020-08-31 17:38:56

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ბავშვი მკურნალობს.

ინფიცირებულებს შორის შორის ყველაზე პატარა 7 თვისაა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა მიაწოდა.

აბულაშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში მოთავსებული არცერთი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არ ფასდება.

პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, ბოლო 24 საათში რუსთავის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსზე 165 ბავშვი გაიტესტა, რომელთაგან ვირუსი 25-ს დაუდასტურდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები