უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შენდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ხანგრძლვდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება;
სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.