როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ბაღებში

2021-08-31 13:28:18

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დეტალებზე ვრცლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა. მინისტრისვე განმარტებით, სწავლასთან დაკავშირებით, დიფერნცვირებული მიდგომა იქნება, იმ ქალაქში სადაც 4%-ზე ნაკლები იქნება სწავლა განახლდება დასწრებით ფორმატში, ხოლო სადაც მაღალი იქნება მაჩვენებლი სწავლა გაგრძელდება ისევ დისტანციურ ფორმატში.