სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება

2021-08-31 12:51:22

უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლებში სწავლა 15 დან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.