კირკიტაძე: ეს იქნება სიურპრიზი ოცნებისთვის

2021-08-29 19:01:15

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ირმა მესხი საერთო ოპოზიციური ვიცე მერობის კანდიდატი იქნება.

კომენტარისთვის ირმა მესხთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"ვაპირებთ კიდევ ერთი ვიცე-მერობის კანდიდატი დავასახელოთ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ეს იქნება დიდი სიურპრიზი ქართული ოცნებისთვის. ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გასულ წელს ქართულმა ოცნებამ რაღაც რაოდენობის ხმები დააგროვა რუსთავში. ჩვენ არ ვყობთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით. ეს ადამიანი ქართულ ოცნებას წარმოადგენდა რამდენიმე თვის წინ. ჩვენ ის გამოვარჩიეთ არა მხოლოდ იმ ნიშნით რომ ქართულ ოცნებას დააზარალებს, არამედ იმ ნიშნით, რომ ის არის პროფესიონალი და იცის რუსთაველებს რა ჭირდება",- განაცხადა რუსთავის მერობის ერთიანმა ოპოზიციურმა კანდიდატმა დავით კირკიტაძემ.

ირმა მესხი წლების განმავლობაში რუსთავში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

მესხს 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის მაისამდე რუსთავის მერის მოადგილის თანამდებობდა ეკავა, თუმცა ირაკლი ტაბაღუას ბრძანების საფუძველზე მესხი დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში გათავისუფლდა.

დავით ჯიქიას მერობის პერიოდში ირმა მესხს რუსთავის კორპუსის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაც ეკავა.