ახალციხეში კორონავირუსით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.
ინფიცირებული ცოლ-ქმარი მკურნალობის კურსს კლინიკა "იმედში" გადიოდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტები ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი ქალი 69, მამაკაცი კი 70 წლის იყო.
ახლობლების ინფორმაციით, ცოლი 25 აგვისტოს, ხოლო მეუღლე რამდენიმე დღის შემდეგ, 28 აგვისტოს გარდაიცვალა.