ვის შეუმცირდება კომუნალური გადასახადები რუსთავში

2021-08-29 15:36:32

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ცნობილი გახდა, რომ მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ამ გამზირზე მცხოვრებლებს კომუნალური დანახარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.

როგორც "ქართული ოცნების" რუსთავის საკრებულოს წევრობის სიითმა კანდიდატმა, ზურა ტაბაღუამ პროგრამის პრეზენტაციაზე აღნიშნა, მეგობრიბის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში გათვალისწინებულია ენერგოეფექურობა.

"მეგობრობის გამზირზე ხორციელდება უპორეცენდენტო პროექტი, რაც მოიცავს არამხოლოდ შენობების ფასადების რეაბილიტაციას, არამედ შენობების დათბუნებას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მომავალში მიიღოს ის შედეგი, რომ მაქსიმალურად შეუმცირდეს კომუნალური დანახარჯები. ენერგოეფექტურობა ზოგადად არის მნიშვნელოვანი არამარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის დონეზე იმიტომ, რომ  არსებობს უამრავი ვალდებულება და ჩვენც გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მივყვეთ ვალდებულებების შესრულებას, იქნება ეს მუნიციპალური შენობები, სკოლები, ბაღები თუ სამოსახლო სექტორი", - განაცხადა ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები