ეპიდვითარება რუსთავში

2021-08-28 18:27:13

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 38 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 125 პირი შემოწმდა.

5 პირს ვირუსი "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

19 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ  180 პირი გაიტესტა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები