რუსთავში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 800-მდე თანამშრომლიდან დაახლოებით 25% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
"აცრები მიმდინარეობს, სურვილი აქვთ და იცრებიან. აგვისტოს ბოლოს საშვებულებო პერიოდი დასრულდება და ალბათ უფრო მოიმატებს მსურველთა რაოდენობა",- განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით.