თოდრიის ქუჩის კეთილმოწყობის ფარგლებში, გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლით ჩანაცვლდა 66 ძველი განათების ბოძი, რაც ახალი სადენებითა და ენერგოეფექტური ნათურებით აღიჭურვა. სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.