რუსთავის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ19-ით 6 ბავშვი წევს

2021-08-27 20:38:17

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ბავშვი მკურნალობს.

მათ შორის ყველაზე პატარა 10 თვისაა, ხოლო დიდი 7 წლის.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ ან მსუბუქად ფასდება.

10 თვის ბავშვი გამოჯანმრთელების პირასაა და მალე დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას.

აბულაშვილის ინფორმაციითვე, ბოლო 24 საათში რუსთავის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსზე გასატესტად მისული 128 ადამიანიდან ვირუსი 22%-ს დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები