NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოს საქართველო, დაახლოებით, "ფაიზერის" 400 000 დოზას მიიღებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისებთან განაცხადა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ფაიზერი“ გვაქვს სერიოზული რაოდენობით. თვის ბოლოს კიდევ, დახლოებით, 400 000 დოზა „ფაიზერს“ ველოდებით ანუ ის მილიონი დოზა, რაც არის ნაყიდი, სულ შემოვა, ამიტომ სექტემბერს შევხვდებით მილიონი დოზა „ფაიზერით“. აქედან, დაახლოებით, 200 000 – 300 000 დოზა მეორე და პირველი აცრებისთვის არის დაჯავშნილი ანუ ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია სადღაც 350 000 ადამიანი „ფაიზერით“ ორჯერადად ავცრათ. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. აუცილებელია, ეს მოსახლეობამ იცოდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.