2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები რუსთავში 11 საათზე დაიწყო. გმირთა მემორიალი ყვავილებით, რეგიონის და ქალაქის პირველ პირებთან ერთად მაჟორიტარმა დეპუტატმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა შეამკეს. მოგვიანებით, ისინი აგვისტოს ომში და 2004 წლის კონფლიქტის დროს დაღუპული გმირების საფლავებსაც მოინახულებენ.