სიმაღლიდან 8 წლის ბიჭი გადმოვარდა

2021-08-26 19:47:19

ბათუმში 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან გადავარდა.

ის ბათუმში მდებარე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"კლინიკაში განუცხადეს,  შეყვანისას ბავშვის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, ამ ეტაპზე კი ის რეანიმაციაშია. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

„შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის საშუალებით. იყო მძიმე მდგომარეობა, შოკური. იყო სიმაღლიდან ვარდნა, გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. სახეზე იყო ტრავმული შოკი", - ამბობენ კლინიკაში.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.