ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

2021-08-25 20:04:26

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.