გარემოს ეროვნული სააგენტო - "საქართველოში ნარჩუნდება ცხელი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 8–10 აგვისტოს შესაძლებელია +40°C +41 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოში 8–9 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35°C +40°C გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 8 აგვისტო +40°C, 9 აგვისტო 40°C, 10 აგვისტო +40°C.
ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 8 აგვისტო +28°C, 9 აგვისტო +28°C, 10 აგვისტო +28°C.
მაღალი ტემპერატურის დროს გაითვალისწინეთ ექიმების რეკომენდაცია.