ავტომობილი ხევში გადავარდა [video]

2021-08-25 15:46:42

გოდერძის უღელტეხილზე მანქანა ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. [ვიდეო/video]

როგორც ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ბავშვი და მამა დაშავდნენ. ბავშვის კლინიკიდან დღეს, 25 აგვისტოს უნდა გაეწეროს, მამას კი კლინიკაში მკურნალობა არ დასჭირვებია. შემთხვევას დედის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.