ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა.
23 წლის კაცი სარეკლამო ბანერის გაკვრის დროს გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა მედიკოსებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
ამ დროისთვის 23 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღევავს გულისხმობს.