იქნება თუ არა ლევან ონიანი რუსთავის მერობის კანდიდატი

2021-08-24 17:37:54

"არ გამოვრიცხავ", - ასე პასუხობს რუსთავის საკრებულოს ყოფილი  თავმჯდომარე ლევან ონიანი "ინფო რუსთავის" შეკითხვას, იქნება თუ არა ის რუსთავის მერობის კანდიდატი. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით "სახალხო პარტიაში" კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ლევან ონიანის თქმით, პარტიას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრობის კანდიდატებიც ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ლევან ონიანმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 12 აგვისტოს დატოვა. ამის მთავარ მიზეზად კი საკადრო პოლიტიკა დაასახელა.

ერთი კვირის შემდეგ საკრებულოს წევრებმა ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები