ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფლების ნაფიჩხოვოსა და ჭოღას მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძროდა. რაც შეეხება მოკლულის ძმას, ის მსუბუქად იყო დაჭრილი, კლინიკაში გაეწია შესაბამისი დახმარება და სახლში გაწერეს.