რუსთაველები დახმარებას ითხოვენ

2021-08-24 15:21:27

რუსთაველები დახმარებას ითხოვენ.

"ინფო რუსთავს" ათობით მოქალაქე დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ქალაქში მდებარე ამცრელ პუნქტებში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციას ვერ ახერხებენ. მათივე განცხადებით, კლინიკებში აცრის მიზნით მისულებს, უკან აბრუნებენ და ეუბნებიან, რომ ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გარეშე  შესაძლებელი არაა.

შეგახსენებთ, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის თქმით, რუსთავის კლინიკებს რეგისტრაციის გარეშე დღეში 30-35 მოქალაქის აცრის საშუალება აქვთ. აღნიშნული განცხადება ბეგაშვილმა საინფორმაციო სააგენტოსთან 14 აგვისტოს გააკეთა. ფაქტს ადასტურებენ რუსთავის მერიაშიც.

"ინფო რუსთავი" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ამ დრომდე ელოდება კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს შეფერხებას და როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რომელთაც სურთ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები