53 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მტკვარში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ნაპოვნია. მაშველების ინფორმაციით, ცხედარი რუსთავში, მტკვრის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის პირველ ნახევარში იპოვეს. ცხედარი თავდაპირველად პროზექტურაში, შემდეგ კი სახლში გადაასვენეს.
მამაკაცი წყალში გაუჩინარებამდე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დავთ გარეჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის სანაპიროზე იმყოფებოდა.