საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს

2021-08-24 11:16:52

საბერძნეთის პოლიციამ სალონიკში ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც 55 წლის პარტნიორის, ქართველი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკვლელობა გუშინ შუადღისას მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი პარტნიორის ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, გაიგონა ქალის ხმა, რომელიც ამბობდა: „გთხოვ, არ მომკლა.“ ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის სავარაუდოდ ნაცემია და შემდეგ ბასრი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული.