რა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს რუსთავში

2017-08-07 19:15:23

ქალაქისა და მხარის ხელძღვანელმა პირებმა ქალაქის მასშტაბით  მიმდინარე ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ქალაქის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლებაში გრანელის ქუჩის რეაბილიტაციის პროცეს გაეცნენ. გზის შეკეთებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების პროცესი დაათვალიერეს გომელაურის ქუჩაზეც. სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია ხორციელდება რუსთაველის #15 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ასევე 9 მაისისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთაზეც. ხელმძღვანელმა პირებმა ცურტაველის ქუჩაზე ახალი ბაგა ბაღის მშენებლობაც მოინახულეს. თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ორსართულიან შენობაში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება.