კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

2021-08-23 12:26:53

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ტიკარაძის ინფორმაციით, ადგილზე 200-მდე საწოლია მობილიზებული.

"დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი 200 საწოლზე დაწესებულება გავმართეთ. გუშინ უკვე დაიწყო პაციენტების მიღება და დაახლოებით, 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით",-თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

დედაქალაქში პირველი საველე ჰოსპიტალი დიღომში მოეწყო. ადგილზე 500-მდე საწოლია მობილიზებული. ამ დროისთვის, ჰოსპიტალში 88 პაციენტია მოთავსებული.