2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2021-08-22 23:54:09

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის გზაზე, სოფელ ანდრიაწმინდაში მანქანა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან 1-ის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. "ინფო რუსთავი" დეტალებს შსს-ში არკვევს.