ექიმების ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები გახშირდა

2017-08-07 15:33:46

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში მედპერსონალის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები გახშირდა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ძირითადად სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ ხდება. „ადამიანები, რომლებიც ექიმების მიმართ აგრესიას გამოხატავენ, ძირითადად, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან და აქვთ გაურკვეველი პრეტენზიები. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ექიმს ცხვირის ძვლები ჩაუმსხვირეს.“ - აცხადებს ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი „ინფო რუსთავთან“ საუბარში. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა საავადმყოფოს ინფრასტურქტურის განზრახ დაზიანების შემთხვევასაც. კერძოდ, ჩაამსხვრიეს შენობის წინა ვიტრაჟები. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ პოლიციას მიმართა, რის შედეგადაც მოხდა ზარალის ანაზღაურება.