ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 82 ბავშვია მოთავსებული, რომელთაგან 25 რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობა 3 კვირის ჩვილს აქვს.
ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
„რეანიმაციაში ამ ეტაპზე ყველა ასაკის ბავშვი წევს. უმეტესობა არის წლამდე ასაკის ჩვილი. განსაკუთრებით მძიმედაა სამი კვირის ჩვილი, რომელიც სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს სეფსისით, გულის თანდაყოლილი მანკით, ნაწლავთა ნეკროზული ენტეროკოლიტით, ასევე კოვიდინფექციითა და დაუნის სინდრომით. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.