დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით ცეცხლი იმ საწყობში განჩნდა სადაც მეორადი საბურავებია განთავსებული. ამ მომენტისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.