მდინარეში ბავშვს ეძებენ

2021-08-21 22:38:38

აბაშაში, მდინარე რიონში 8 წლის ბავშვს ეძებენ. 

სოფელ გულეისკარში, რამდენიმე მოზარდი წყალში საბანაოდ შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი გაუჩინარდა.

მეთევზეებმა წყლიდან 3 ბავშვის ამოყვანა შეძლეს, ამ დრომდე ეძებს ერთ მათგანს სამაშველო სამსახური.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.