ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

2021-08-21 18:55:16

გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს, მამაკაცს ზღვის ნაპირზე ჩაუტარეს პირველადი სამედიცინო დახმარებაც, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.