20 წლის ნოდარ თამარიანი, რომელსაც თითქმის 5 დღე ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ბიჭის დედამ განუცხადა. დედის თქმით, ბიჭი შოკურ მდგომარეობაშია და ჯერ-ჯერობით არ ამბობს, სად იმყოფებოდა ამ დროის განმავლობაში.
"მოვიდა, ჩემი შვილი ჩემს გვერდითაა. ცოტა შოკშია, მაგრამ მშვიდად და წყანარადაა. არაფერს არ იძახის ჯერ-ერობით. მე ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მყავს და ვხედავ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნოდარ თამარიანის დედამ.