კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპების დედა გახდა

2021-08-20 18:36:09

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ის შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა ბომონდი“ ავრცელებს.

„ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.