ცენტრალურ პარკთან ხანძარია

2017-08-06 21:09:02

რუსთავის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტერიტორიაზე არსებულ ხის ტოტებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. მეხანძრეების თქმით ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი ხმელ მცენარეებს პერიოდულად უჩნდება.