კორონავირუსს კიდევ ერთი ორსული ქალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი 7 თვის ორსული ექიმი გარიოლოგი ნინო ნაცვლიშვილია, რომელიც მკურნალობას ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ახალგაზრდა ქალის ვერა.