რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2017-08-06 18:41:50

ქალაქ ბათუმში, ღია პლიაჟზე გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კინგბოქსინგისა და MMA-ში, სადაც რუსთაველმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსინგში "შავი ზღვის თასი" K-1 წესებით პროფესიონალებში 7 ქვეყნის საუკეთესო სპორტცმენი გამოდიოდა. დედოფლისწყაროს კლუბის "ჩემპიონი" (მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი) მებრძოლმა ნოდარ ცხოვრებაძემ ჩაატარა ორი ორთაბრძოლა სადაც ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, მან ქართველი და აზერბაიჯანელი მებრძოლები ტექნიკური ნოკაუტით დროზე ადრე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.