უკვე 1 დღეა რუსთავში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი ოჯახის წევრებთან ერთად მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ისვენებდა. მათგან ერთ-ერთი, 53 წლის მაmამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა მტკვარში შევიდა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის დონე არ არის მაღალი თუმცა სწრაფი დინებაა. მდინარეში დაკარგულ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.